среда, 9 марта 2016 г.

მე-9 დღე

ტრენინგის  მე-9  დღე.   ტრენინგის   ბოლო  დღეს  შევაჯამეთ  ტრენინგის    მუშაობა. მოვახდინეთ ჩვენი  საქაღალდეების საბოლოო ორგანიზება  და  გადავიტანეთ  ბლოგზე.
საქაღალდეებში გადავიტანეთ ყველა  ჩვენი  ნაშრომი.  ჩემმა ტრენინგის პორტფოლიომ დასრულებული სახე მიიღო.
 მოვახდინეთ  ჩვენი პროექტების  პრეზენტაცია.მოვისმინეთ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე. თითოეულმა მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია თავისი პროექტის შესახებ..აქტიურად ვმუშაობდით     პროექტის გეგმის საბოლოო  ფორმაზე.    განვიხილეთ  შექმნილი დოკუმენტაცია და შევიტანეთ სათანადო ცვლილებები .  ტრენინგის დასასრულს ვიმუშავეთ  ჩვენ  ბლოგებზე.
 კმაყოფილი ვარ  სასიამოვნო ნაცნობების შეძენით. ამ ტრენინგმა ბევრი რამ მომცა, როგორც სასწავლო, ისე საზოგადოებრივი კუთხით. .  რაც  შეეხება  ჩემს  მუშაობას   ვეცადე  ყურადღებით  მომესმინა შემესრულებინა    ყველა  ის  დავალებები    რაც   დაგვავალეს    იმედია  ბრწყინვალედ  თუ  არა  დამაკმაყოფილებლად   მაინც. .ვფიქრობბევრი რამ შევისწავლე პროექტებით სწავლების შესახებმე მას აუცილებლად განვახორციელებ პრაქტიკულადმადლობა ინტელსასეთი ლამაზი და ეფექტური საჩუქრისათვის

пятница, 4 марта 2016 г.

მე-8 დღე

მე-8  დღე.  ტრენინგის  მე-8   დღეს  ვიმუშავეთ  მე-7  მოდულზე .მოცემულ მოდულში განიხილეთ   და    ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები   სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის დახმარებით  ჩვენ  შევქმნით   და  ვიმუშავებთ  დოკუმენტებზე, პრეზენტაციისთვის   მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად   დავგეგმეთ   და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები
ასევე, დავგეგმეთ   თუ  სასწავლო  პროექტებზე მუშაობის პროცესში  უკეთ  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები.  როგორ  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?

четверг, 3 марта 2016 г.

მე-7 დღე

ტრენინგის მე-7  დღე. ვიმუშავეთ შეფასების  რუბიკებზე ჩვენს  პროექტებზე  მორგებით. ვიმუშავეთ  მე-6  მოდულზე   ბლუმისა  და  გარნერის  მეთოდების   გამოყენება პროექტის  დაგეგმისას.  მივიღეთ  დავალება  შევავსოთ გეგმის შაბლონი. ვიმუშავეთ  ტექნოლოგიებზე  ვისწავლეთ  YouTube - დან  სურათებისა და ვიდეოების ჩამოტვირთვა.  ვიმუშავეთ  შეფასების  რუბრიკებზე  რომელიც მოსწავლემ  უნდა  იცოდეს  მუშაობის პროცესში,  რომ  უკეთ  იმუშაოს  პროექტზე.