суббота, 27 февраля 2016 г.

მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე.    განვიხილეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომების  პრეზენტაცია. გაკეთდა უკუკავშირი  პედაგოგების  მიერ.   პრეზენტაციამ  დაგვანახა პროექტზე  მუშაობის  დროს  ზოგიერთი ხარვეზები,  როგორც  სხვის  ნაშრომებში    ასევე  ჩვენს  ნაშრომებში  და  რომელთა  შესწორებაა  საჭირო.  შემდეგ  განვიხილეთ  შეფასების  რუბრიკები   რომლებიც უნდა გამოვიყენოთ  პროექტების  შეფასებისას  და   ვისაუბრეთ  როგორ  ჩავრთოთ  მოსწავლეები  შეფასების  რუბრიკების  განხილვაში.  ტრენერმა  გვაჩვენა  თავის  ბლოგზე  არსებული  პროექტების  ნიმუშები  რომელთა მსგავსად  ჩვენ  უნდა  ვიმუშაოდ  ჩვენს  პროექტებზე,  მეცადინეობის ბოლოს   ტრენერმა დაგვავალა   საშინაო  დავალების  შესრულება..

пятница, 26 февраля 2016 г.

მე-4 დღე

ტრენინგის მე-4 დღე. დღეს ვიმუშავეთ მე-2 და ნაწილობრივ მე-3 მოდულზე. ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი, თითეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების  მეთოდები  კერძოდ ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლეთ. გავერკვიეთ როგორ უნდა დავწეროთ  შეფასების დროის ჩარჩო,ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე,   მე-3 მოდულში განვიხილეთ კავშირები, უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე, გავეცანით  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზს და მივიღეთ დავალება გაგვეკეთებინა ჩანაწერები სასწავლო პროცედურების.

მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღე, ვიმუშავეთ  მოსწავლის თვალით დანახული  პროექტის მონახაზზე-.  უნდა წარმოგვედგინა თავი მოსწავლის ადგილას და შეგვექმნა   სავარაუდო ნაშრომი პროექტთან დაკავშირებით. ამ დავალებამ დაგვანახა თუ რა აქტივობას უნდა მივმართოთ  რომ მოსწავლემ  მითითებული დავალება შეასრულოს კარგად.    ვიმუშავეთ  Google drive-ში და  ვისაუბრეთ მის შესაძლებლობებზე.  ვისწავლეთ  თუ როგორ უნდა  გავაზიაროთ ჩვენი ნაშრომები  ან სხვადასხვა  ინფორმაცია ჯგუფში. ეს საშუალებას მოგვცემს კავშირი  გვქონდეს მოსწავლეებთან, მშობლებთან და შეგვეძლოს ეს კონტაქტები გამოვიყენოთ გაკვეთილზე.ვისწავლეთ  ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარების გაკეთება.მივიღეთ დავალება ვიმუშავოთ ფაილებზე  პროექტებთან  დაკავშირებით და შევქმნათ  სლაიდ-შოუ.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

დღე მე-3

ტრენინგის მე 3 დღე. დღევანდელი დღეც შინაარსიანი და მრავალფეროვანი იყო.ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე,გავეცანით მოდულის შინაარსა და ამოცანებს, საკვანძო კითხვებს, რომლებიც გამოგვადგება  პროექტის დაგეგმაში.პროექტის დაგეგმისათვის ჩამოვაყალიბეთ და სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი და მიმართულების მიმცემი კითხვები.მოხდა  იდეების გაზიარება.

суббота, 13 февраля 2016 г.

დღე მე- 2

ტრენინგის მე-2 დღე- მეტად ნაყოფიერი იყო. ჩვენ განვიხილეთ შემდეგი საკითხები: გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და ნაწილობრივ შევავსეთ ის,  გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს და მივიღეთ დავალება შევქმნათ საპიარო,  სარეკლამო ბუკლეტები  ჩვენი პროექტის შესახებ.შევქმენით ახალი ბლოგი, რომელშიც შევაჯამეთ ჩვენი ორდღიანი  მუშაობა. ამასთანავე შევქმენით საქაღალდეები და  ვისწავლეთ თუ როგორ სწორად ვიმუშაოთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, დავსვათ  სწორი საკვანძო კითხვები  და  ვეცადოთ  გავიდეთ სასურველ შედეგზე.