суббота, 13 февраля 2016 г.

დღე მე- 2

ტრენინგის მე-2 დღე- მეტად ნაყოფიერი იყო. ჩვენ განვიხილეთ შემდეგი საკითხები: გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და ნაწილობრივ შევავსეთ ის,  გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს და მივიღეთ დავალება შევქმნათ საპიარო,  სარეკლამო ბუკლეტები  ჩვენი პროექტის შესახებ.შევქმენით ახალი ბლოგი, რომელშიც შევაჯამეთ ჩვენი ორდღიანი  მუშაობა. ამასთანავე შევქმენით საქაღალდეები და  ვისწავლეთ თუ როგორ სწორად ვიმუშაოთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, დავსვათ  სწორი საკვანძო კითხვები  და  ვეცადოთ  გავიდეთ სასურველ შედეგზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий