ტრენინგის მე-5 დღე, ვიმუშავეთ მოსწავლის თვალით დანახული პროექტის მონახაზზე-. უნდა წარმოგვედგინა თავი მოსწავლის ადგილას და შეგვექმნა სავარაუდო ნაშრომი პროექტთან დაკავშირებით. ამ დავალებამ დაგვანახა თუ რა აქტივობას უნდა მივმართოთ რომ მოსწავლემ მითითებული დავალება შეასრულოს კარგად. ვიმუშავეთ Google drive-ში და ვისაუბრეთ მის შესაძლებლობებზე. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაზიაროთ ჩვენი ნაშრომები ან სხვადასხვა ინფორმაცია ჯგუფში. ეს საშუალებას მოგვცემს კავშირი გვქონდეს მოსწავლეებთან, მშობლებთან და შეგვეძლოს ეს კონტაქტები გამოვიყენოთ გაკვეთილზე.ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარების გაკეთება.მივიღეთ დავალება ვიმუშავოთ ფაილებზე პროექტებთან დაკავშირებით და შევქმნათ სლაიდ-შოუ.
Комментариев нет:
Отправить комментарий